ისტორია · TANNINO

ჩვენი ისტორია

კომპანია ტანნინო დაარსდა 2023 წელს ღვინის ტექნოლოგის — კახა კვახაძის მიერ.

ჩვენი მთავარი მიზანია ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ვიზუალითა და გემოვნული თვისებებით გამორჩეული და მორგებული იქნება სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე.

დამფუძნებელი და ღვინის ტექნოლოგი კახა კვახაძე

მიკროზონები

ადგილი სადაც ღვინო იქმნება

ამ ეტაპზე მარანში მზადდება სამი სახეობის ღვინო. თითოეული ღვინის ყურძენი მოპოვებულია შესაბამის მიკროზონაში, სადაც ვაზი თავის სრულ პოტენციალს ავლენს.

მანავის მიკროზონა · კახეთი

მანავის მწვანე

დამზადებულია კლასიკური მეთოდით. გამოირჩევა ციტრუსის, ტროპიკული და მწიფე ხილის არომატებით, ხალისიანი სიმჟავითა და ყვავილოვანი ტონებით.

ტრადიციული მეთოდი

წარაფი

დამზადებულია ტრადიციული ქვევრის მეთოდით. სხეულიანი და რბილი ღვინო მწიფე ყვითელი ხილის არომატითა და იდეალურად დაბალანსებული ტანინებით.

გორის მიკროზონა · ქართლი

გორული მწვანე - ჩინური

დამზადებულია კლასიკური მეთოდით. ორი ავტოქტონური ჯიშის ჰარმონია, რომელიც გვთავაზობს ცოცხალ, ხალისიან სიმჟავესა და ტროპიკული ხილის არომატებს.

ღვინო, რომელიც ვიზუალითა და გემოთი გამოირჩევა და ყველა გემოვნებას ერგება.
კახა კვახაძე · მთავარი ტექნოლოგი

გსურს დააგემოვნო?

დაგვიკავშირდი შეკვეთის, დეგუსტაციის ან თანამშრომლობის თაობაზე.

დაგვიკავშირდი
Tannino

ბუტიკური ქართული მარანი. ავტოქტონური ჯიშები, მიკროზონის ყურძენი, ხელნაკეთი ხარისხი.

კონტაქტი

სამუშაო საათები: 10:00–19:00

მისამართი

მარანი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი
ოფისი: ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ბ, თბილისი
© 2025 Tannino. ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია DigitalServices.ge-ს მიერ